1. პროექტის სახელწოდება: ტურისტი ჩვენთან
2. პროექტის მთავარი იდეა
: მოსწავლეები პოპულარიზაციის მიზნით შეისწავლიან სოფელთან ახლოს მდებარე ისტორიული ძეგლების და შექმნიან გზამკვლევს
3. პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ადილი უჭირავს ტურიზმს და მისი განვითარების ხელშეწყობას.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს აგრეთვე მოსწავლეებმა მიიღონ გარკვეული დამატებითი ცოდნა როგორც უშუალოდ ამ ადგილების შესახებ ისე ცოდნა გზამკვლევის შექმნისა და თუნდაც მისი სწორად გამოყენებიოს შესახებ. მასზე მუშაობის დროს განუმტკიცდებათ ისეთი ღირებულებები როგორიცაა თუნდაც პატრიოტიზმის, ძეგლთა მოვლა- პატრონობის და სხვა სოციალური უნარები.
პროექტის პროდუქტი ( გზამკვლევის შექმნა) დაეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ არამარტო შექმნა არამედ სხვა ადგილას მოხვედრის შემთხვევაში გზამკვლევის სწორად გამოყენება
4. პროექტის მიზნები:
მოსწავლეები ისწავლიან გზამკვლევის შექმნისა და გამოყენების წესებს
განივითარებენ კვლევის, ძიების, მასალის დალაგება დახარისხების უნარს.
განამტკიცებენ ჯგუფში მუსაობის უნარ-ჩვევებს
გაიწაფებიან რომ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენონ
ესგ-დან გათვალისწინებული იქნება წერის სტრატეგიების გამოყენება და ზეპირმეტყველების ინდიკატორები
5. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 სასწავლო დღე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან გზამკვლევს.
მოსწავლე ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას ( მსმენელის ინფორმირებას, დარწმუნებას, გასაგებად მიაწოდა თუ არა ინფორმაცია)
მოსწავლე შეძლებს წერის სტრატეგიების სწორად გამოყენებას ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის(განსაზღვრავს მიზანს, აუდიტორიას, აგროვებს მასალას, )
იყენებს სხვადასხვა რესურსს( ლექსიკონი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა)
გადაამუშავებს ნაწერს ყურადრებას ამახვილებს როგორც შინაარსზე ისე სტილზე)
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, პროექტორი, ქსეროქსი, ქართული საბჭოთა ენცილოპედია, სოფლის მოსახლეობა, ფოტოაპარატი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა. თემის შერჩევა 1 დღე
როგორ ფიქრობთ რის ნახვას ისურვებს ტურისტი თუ ჩვენს სოფელში მოხვდა?
რამდენი კილომეტრის გავლას შეძლებთ სასურველ ადგილზე მისასვლელად?
ტქვენი აზრით მოსახლეობის რა ნაწილმა იცის ამ ძეგლების მნიშვნელობის შესახებ/…და ა.შ.
ბ. ჯგუფების ჩამოყალიბება და რჩევები ჯგუფში სამუშაოდ ( შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში და მათ ეძლევათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა იმუშაოს ჯგუფმა: მაგ გეგმის შესახებ მასალების მოძიების შესახებ, კითხვების შექმნის შესახებ, )
გ.ჯგუფებისთვის გეგმის შემუშავება და მოვალეობების გადანაწილება ( ვინაა პასუხისმგებელი, ვის რა დავალება აქვს, ვინ რას და როდის აკეთებს )
დ.გეგმაში გაწერილი აქტივობების განხორციელება
მასალების მოძიება, ინტერნეტში, წიგნებში, ადამიანებთან.
ე. მოვინახულოთ ის ადგილები რის გზამკვლევსაც ვაკეთებთ და გადავიღოთ სასურველი მასალა, აქვე გავესაუბრებით მოსახლეობას წინასწარ შედგენილი კითხვარით
ვ. მასალების დალაგება დახარისხება, საპრეზენტაციოდ მომზადება, გზამკვლევის ნიმუშების გაცნობა და ამორჩევა, გზამკვლევის შექმნა, სასკოლო საზოგადოებისათვის გზამკვლევის გამრავლება
ზ. პროექტის პრეზენტაცია
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, ინგლისური
ქართული: ქართ. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ამოიცნობს მოსაუბრის საკომუნიკაციო ამოცანას (ისმენს სკოლაში მოწვეული სტუმრის, ტელე- და რადიოგადაცემების წამყვანთა და მონაწილეთა საუბარს და განსაზღვრავს, რა მიზანს ისახავენ ისინი: მსმენელის ინფორმირებას, დარწმუნებას თუ გართობას); მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად გაართვა თავი მოსაუბრემ საკომუნიკაციო ამოცანას (ანუ გასაგებად მიაწოდა თუ არა მსმენელს ინფორმაცია; შეძლო თუ არა მისი დარწმუნება, გართობა
VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას; აგროვებს მასალას; იყენებს სხვადასხვა რესურსს (ლექსიკონს, ბიბლიოთეკას და სხვ.); ადგენს ტექსტის გეგმას; წერს ტექსტის პირველ ვარიანტს; გადაამუშავებს და გადაათეთრებს ნაწერს, ყურადღებას ამახვილებს როგორც შინაარსზე, ისე სტილის ელემენტებზე; დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის) დახმარებით; ასწორებს პუნქტუაციურ, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს; მასწავლებელთან ერთად ისახავს ხარვეზების გამოსწორების გზებს.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მარინე ბუზალაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marine.buzaladze@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდ
Комментарии
Отправить комментарий